აქცია "შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა ღამე კანცელარიასთან გაათენეს - ისინი პრემიერს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

აქცია "შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ადგილზე შეკრებილები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეურთდნენ აქციას და ერთად დახვდნენ პრემიერმინისტრსა და მთავრობის წევრებს.

"მთელი ღამე გავატარეთ  კანცელარიის შენობასთან და ჩვენი მიზანია ის, რომ დავხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ღარიბაშვილი არის მთავარი ადრესატი ჩვენი მოთხოვნების, ის არის არალეგიტიმური ხელისუფლების ე.წ. ფორმალური მეთაური, ასე რომ, მისი გადადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მივიღოთ ეროვნული თანხმობის მთავრობა", - ამბობს აქტივისტი, ნოდარ რუხაძე. 

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი