სროლა კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში - დაიღუპა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დანიაში, კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაშავებულთა შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმისთვის 22 წლის დანიელი კაცი დააკავეს. მოტივი უცნობია, თუმცა პოლიცია ტერორისტულ აქტს არ გამორიცხავს.

გარდა ამისა, უცნობია მონაწილეობდნენ თუ არა მომხდარში სხვა თავდამსხმელები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი