ვინ არის დიტო სამხარაძე, რომელმაც გუშინ, 3 ივლისს აქციის მონაწილეებს აგინა - საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სამხარაძემ 2014 წელს საზოგადოებრივი კოლეჯი "ორიენტირი" დაამთავრა, 2018 წელს კი რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი. სპეციალობით - პერსონალის მართვა.
"ქართული ოცნების" რეგიონული კურატორი პარტიის ოფისთან მისულ ქართველ ხალხს გინებით დახვდა. იქამდე კი დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციის მონაწილეებს ერეკლე მეორის მოედანზე ელოდებოდა და საკუთარ მოქალაქეებს დაემუქრა. სამხარაძემ აგინა აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ვიდეო, უხამს ლექსიკას შეიცავს. ოცნების დეპუტატმა იცის, რომ გინების დროს მას უღებენ.
"მთავარი არხი" სამხარაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სამხარაძე დღეს არც პარლამენტში გამოჩენილა.
ამავე თემაზე: