იტალიაში მყინვარი ჩამოიშალა - დაღუპულია 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა.

სამოქალაქო დაცვის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 10 ადამიანს ეძებენ. 

ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა, რომლის სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი