უკრაინა ამზადებს კონტრშეტევას ხერსონის დასაბრუნებლად - The Economist

გამოქვეყნდა:

The Economist-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიუახლოვდნენ ხერსონის გარეუბნებს და ისინი უკვე სნაიპერის სასროლ დისტანციაზე არიან. გამოცემა ამ ინფორმაციას, უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "ეკონომისტი" წერს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქისთვის ბრძოლა უკიდურესად მძიმე იქნება, რადგან „არც ერთი მხარე არ აპირებს დანებებას“.

ჟურნალისტი ციტირებს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამბობს, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირა "კიდევ უფრო საინტერესო" იქნება. ბრძოლა მწვავდება, რადგან უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება დასავლეთიდან, მიკოლაივის მახლობლად და ჩრდილოეთიდან - ზელენოდოლსკიდან.

თუმცა, პუბლიკაციის ავტორების დაკვირვებით, „რაც ახლა ხდება, ჯერ კიდევ არ ჰგავს სრულფასოვან კონტრშეტევას“. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის მთავარი ყურადღება, ისევ ორიენტირებულია რუსეთის მუდმივი წინსვლის შეჩერებაზე აღმოსავლეთში, სადაც გუშინ, "ლისიჩანსკი დაიკარგა".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი