Reuters: უზბეკეთში საპროტესტო აქციას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 243

გამოქვეყნდა:

უზბეკეთის ავტონომიურ პროვინციაში, ყარაყალპაკეთში საპროტესტო აქციას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 243 - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

პროვინციაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ავტონომიას უფლებები შეუმცირა.

2 ივლისს პრეზიდენტმა მირზიოევმა უარი თქვა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გეგმაზე, რომელიც ყარაყალპაკეთის ავტონომიასა და მის გამოყოფის უფლებას ითვალისწინებდა.მან ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

25 ივნისს გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან რეგიონს, რომელიც უზბეკეთის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, ქვეყნიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აღარ შეუძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი