პუტინმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს წელი მოსკოვისთვის შეერთებული შტატების "არამეგობრული" პოლიტიკის კულმინაცია იყო.

"ეს წელი იყო შეერთებული შტატების არამეგობრული პოლიტიკის კულმინაციაა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი გზავნილი შესაბამისი იყოს ", - თქვა პესკოვმა 

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს შეერთებული შტატები მთავარ ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი