ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა - კობახიძე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტს ეწყინა, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" გუშინდელი აქცია "ჩაუვარდა". ასე უპასუხა მან კითხვას სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან მმართველი გუნდიც და ოპოზიციას გააკრიტიკა.

"ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერ გიაპასუხებთ, შეგიძლიათ ჩაეკითხოთ რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიცის გუშინ აქცია ჩაუვარდა. ეწყინა მათი წარუმატებლობა", - თქვა კობახიძემ. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი