ყველა გამოხატავს თავის სათქმელს ისე, როგორც გამოხატავს - კობახიძე რიჟვაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მორიგ ჰომოფობიურ განცხადებაზე ამბობს, რომ "ყველა გამოხატავს თავის სათქმელს ისე, როგორც გამოხატავს". 

რიჟვაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" მონაწილეების მისამართით დღეს თქვა, რომ "ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა", გუშინ ვიხილეთ.

"მე სხვა კოლეგების განცხადებებზე არ მინდა დღეს კომენტარების გაკეთება. ყველა გამოხატავს თავის სათქმელს ისე, როგორც გამოხატავს, ეს არის მარტივი კომენტარი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თორნიკე რიჟვაძე მსგავს ტერმინებს იყენებს "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეების მისამართით. იხილეთ ასევე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი