"დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის.
გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ ფაქტობრივად. ამიტომაც არის, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად"
აცხადებს შალვა პაპუაშვილი 3 ივლისის აქციასა და მის ორგანიზატორებზე საუბრისას.