კარანტინი, PCR ტესტები, შემოწმება გრიპზე, ოქროსფერ სტაფილოკოკსა და ჭიებზე | გზა პუტინთან მისასვლელად

გამოქვეყნდა:

პუტინის "ვარსკვლავური დაავადება" - BBC მოგვითხრობს, თუ როგორ არის დაცული რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობა, როგორ მუშაობს საკარანტინო ტესტირების სისტემა და რამდენი მილიარდი რუბლი უჯდება რუსეთის ბიუჯეტს.

გამოცემის ცნობით, პუტინთან კონტაქტში მყოფი პილოტები და მედიკოსები რეგულარულად იმყოფებიან იზოლაციაში. „სუფთა ზონაში“ მისასვლელად ასობით ადამიანი ოთხჯერ იტარებს PCR ტესტს და ორჯერ ამოწმებს ანტისხეულებს კორონავირუსის მიმართ. დამატებით ტესტებსაც უტარებენ - გრიპის, ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ჭიებზე.

"გენერალმა ახატ იულაშევმა ხელი ჩამოართვა რუსეთის პრეზიდენტს წითელ მოედანზე აღლუმზე 2022 წლის 9 მაისს, რუსეთის უკრაინასთან ომის მწვერვალზე. ამ შეხვედრის გულისთვის 94 წლის მამაკაცმა კარანტინში ორი კვირა გაატარა.

იულაშევი იყო ერთ-ერთი იმ დაახლოებით 400 ადამიანიდან, რომლებიც 24-დან 9 მაისამდე მოსკოვის ორ სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდნენ ხელის ჩამორთმევის ან უბრალოდ ვლადიმირ პუტინთან მიახლოების გამო"-ნათქვამია განცხადებაში. 

ღია მონაცემებით, კრემლის სტრუქტურებმა ჯამში დახარჯეს დაახლოებით 1,5 მილიარდი რუბლი და პერსონალმა მიიღო მინიმუმ 1,7 მილიარდი მეტი სუბსიდიების სახით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი