ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის, პლატფორმას შექმნის | ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი, უკრაინაში ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის პლატფორმას შექმნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე შვეიცარიაში, ლუგანოში ისაუბრა. 

მისი თქმით, პლატფორმა განსაზღვრავს, როგორც უკრაინის აღდგენის სტრატეგიულ მიმართულებებს, ასევე, მის პრიორიტეტებს.

"ჩვენ უკვე შევთავაზეთ უკრაინის მთავრობას აღდგენის მიმართულების განსაზღვრისთვის პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ყველა პარტნიორს. უკრაინა მასში წამყვან ადგილს დაიკავებს“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.  

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ უკრაინას აღდგენისთვის 750 მლრდ დოლარი სჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი