ჩხრეკა წეროვანში - სამართალდამცველები ომის ვეტერანთა სახლებში იარაღს ეძებდნენ

გამოქვეყნდა:

ჩხრეკა წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. 15-მდე სამართალდამცველი იარაღს ომის ვეტერანების სახლებში ეძებდა.

მას შემდეგ, რაც ერთსაათიანი ჩხრეკის შედეგად იარაღი ვერ იპოვეს, ორივე პირი დაკითხვაზე მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. გენერალი დევი ჭანკოტაძე ამ ფაქტს მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.

გენერლის თქმით, პოლიცია მისი მხარდამჭერი ვეტარენებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ისინი თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. დევი ჭანკოტაძე მომხდარს პოლიტიკური ნიშნით დევნად და დაშინების მცდელობად აფასებს.

არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ბიჭებს ვუტარებთ ტრენინგს, რადგან მომავალში იქნებიან უბნებზე დამკვირვებლები... ამოუტრიალეს სახლი იმ მიზეზით, რომ რაღაცა იარაღს ეძებდნენ. არ ვიცი რა იარაღს ეძებდნენ, მაგრამ მე მაგას ვიღებ ეგრე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, - განმარტავს ჭანკოტაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი