9 კლასდამთავრებული დეპუტატი კოლეჯის დიპლომით - დეპუტატ სამხარაძის "განათლება"

გამოქვეყნდა:

ხალხის და პოლიტიკური ოპონენტების გინების ტრენდი ქართულ ოცნებაში აქტუალობას ინარჩუნებს. მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა საზოგადოებას თავისი და მთლიანად პოლიტიკური გუნდის რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. დეპუტატმა დიტო სამხარაძემ საკუთარი უზრდელობის დამალვა კი სცადა, მაგრამ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო უკვალოდ არასდროს იკარგება და უკვე მთელმა ქვეყანამ ნახა რეალურად რას წარმოადგენს დეპუტატი სამხარაძე. თორნიკე რიჟვაძის უზრდელობის და ანრი ოხანაშვილის ძალადობის შემდეგ მისი უშვერი გინება იმ ხალხის მისამართით ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს მმართველ პარტიაში ისევ დაუსჯელი რჩება.

9 კლასდამთავრებულმა დეპუტატმა დიპლომი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო აიღო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართლი ოცნება მოვიდა და თანამდებობაზე დანიშვნა დასჭირდა.  2012 წელს სამხარაძემ საზოგადოებრივ კოლეჯ "ორიენტირში" 33 წლის ასაკში ჩააბარა, 2014 წელს კი წარმატებით დაამთავრა, ამის გარეშე ის საჯარო მოხელე ვერ გახდებოდა. 

როცა დეპუტატობა დასჭირდა, არც კოლეჯის დიპლომი იქნებოდა საკმარისი, ამიტომ მის ბიოგრაფიაში მეორე სასწავლებელი გაჩნდა. რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც 2016 წელს დაამთავრა. დეპუტატმა 4 წელი დაუღალავად ისწავლა ინსტიტუტებში რომელსაც უმაღლესი დაწესებულების აკრედიტაცია არ აქვს.
 

ავტორი: გუგა მაისურაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი