ჩიკაგოში, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე, შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა | დაიღუპა 5, დაშავდა 16 ადამიანი 

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში, 4 ივლისს აღლუმზე სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

გასროლა ჩიკაგოს გარეუბანში, დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

„ბევრი სამართალდამცველი იყო მობილიზებული და უზრუნველყოფენ ჰაილენდ პარკის ცენტრის უსაფრთხოებას“, - იტყობინება ქალაქ ჰაილენდ პარკის ადმინისტრაცია თავის ვებსაიტზე.

პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. შეიარაღებული პირმა, სავარაუდოდ, გაქცევა მოახერხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი