
ოკუპანტები დონეცკის ქალაქ სლავიანსკს უახლოვდებიან, ქალაქი ბრძოლის ველად გადაიქცა - ამის შესახებ სლავიანსკის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო დაბომბვა ყოველდღიურად ხდება. გუშინ, 3 ივლისს სარაკეტო იერიშის შედეგად, ოკუპანტებმა 40 სახლი დაანგრიეს, მათ შორის მაღალსართულიანი კორპუსები.
„ქალაქი უკვე ფრონტად იქცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია, აქ გუშინდელი დაბომბვა გახდა მარკერი და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო ქალაქიდან გასვლა. გუშინ 70 ადამიანი წავიდა, დღეს 200 ადამიანი. უკვე დარეგისტრირდნენ ხვალისთვის, ვინ დატოვებს ქალაქს და ევაკუაცია გრძელდება. გადის ორი მიმართულებით - დნიპრო-რივნე და მეორე მარშრუტი პოკროვსკში და მატარებლით ლვოვისკენ“, - განაცხადა მან.
ქალაქის მერი ამბობს, რომ ყოველდღიურად ფიქსირდება მსხვერპლი და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს.