
აშშ-ში, ინდიანას შტატში 11 წლის ბიჭი ფეიერვერკის გასროლისას გარდაიცავალა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა დამოუკიდებლობის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
პოლიცია ამბობს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით 21:42 საათზე მოხდა, ბიჭი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ის კვირას ფეიერვერკით თამაშობდა, როდესაც დაშავდა და შემდეგ "წავიდა... თვალის დახამხამებაში",- უთხრა ბავშვის დედამ ჟურნალისტებს.
შტატის პოლიცია, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, სამშაბათს არის ჩანიშნული.
სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის ცნობით, აშშ-ში გასულ წელს ფეიერვერკის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.