ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი - "ვფ ტანკერი 15" და "ნეფტეროდოვუზ 47" დგას. გემები პორტში გუშინ ღამით შემოვიდნენ. ინფორაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვერ და არ აკონტროლებს ხომალდების მიმოსვლას. ოფიციალური მონაცემებით, "ვფ ტანკერი 15" რუსულ პორტი კავკაზიდან შემოვიდა და ნავთობპროდუქტი შემოიტანა. სად აპირებს ის პროდუქტის დატვირთვას უცნობია.
"გუშინ კიდევ დამატებით ორი გემი შემოვიდა სანქცირებული ნავთობით დატვირთული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი. ხელისუფლება, წესით და რიგით, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და კითხვის ნიშნები არსებობს უნდა აკონტროლებდეს და საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიდეს ინფორმაციას თუ რა გემები შემოდის რუსული დროშის ქვეშ, ეს არის თუ არა სანქცირებული ტვირთით გემები თუ არ არის, მაგრამ ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას და პუტინს იმისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდოს", - თქვა ენმ-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
ოფიციალური უწყებები ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.