ზოგადად, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად, არასწორია - მაჭარაშვილი 5 ივლისის დამნაშავეებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი 2021 წლის 5 ივლისის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ჟურნალისტები ვინმეს დასჯას ითხოვენ, მათ კონკრეტული ფაქტები უნდა წარმოადგინონ.

"თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თუ რამე პროცესზე შეამჩნევთ, რომ ეს არის არასწორი, არასაკმარისი, არალეგიტიმური და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიკვლიოთ, მოიტანოთ კონკრეტული ფაქტები და აქედან გამომდინარე, შეიძლება კომენტარები ვაკეთოთ. ზოგადად ასე, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად და ა.შ. არასწორია. თუ კონკრეტულ მაგალითად იტყვით სახელს და გვარს თავისი მტკიცებულებებით, რომ ამ მტკიცებულებების შესაბამისად ეს სახელი და გვარი რატო არაა დაკითხული და ა.შ. ის უწყება რომელიც ვალდებულია ამ პროცესში იყოს კოორდინატორი, შესაბამის პასუხს გაგცემთ აუცილებლად", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წელი გავიდა. ზუსტად ერთი წლის წინ პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათი მიზანი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების, "ღირსების მარშის" ჩაშლა იყო.

ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არა მოძალადეებს, არამედ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა და ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" ოფისები, თბილისი პრაიდს კი, უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.

ამ დრომდე, საქმეზე დაკავებული არ არიან ძალადობის ორგანიზატორები. უფრო მეტიც, პრორუსული ალტ ინფოს წევრები და თავდასხმების მთავარი ორგანიზატორები, მუქარის შემცველ განცხადებებს საჯაროდ წელსაც აკეთებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი კი კვლავ პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი