ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს

გამოქვეყნდა:

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ახლა მოკავშირეებმა ორი ქვეყნის NATO-ში მიღების გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაადასტურონ. 1990-ანი წლების შემდეგ ეს ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოება იქნება.

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ქვეყანასთან ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით", - თქვა იენს სტოლტენბერგმა

პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჰელსინკსა და და სტოკჰოლმს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ NATO-ს შეხვედრებზე და ჰქონდეთ წვდომა ალიანსის დაზვერვაზე. თუმცა ფინეთი და შვედეთი არ იქნებიან დაცული მე-5 მუხლით. NATO-ში სრულად გაწევრიანების პროცესს, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი