უკრაინაში რუსულ აგრესიას 4 900-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - გაერო

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით, ჩვენ დავადასტურეთ 4889 გარდაცვალების და 6263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში, თუმცა რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია“,- წერია გაეროს განცხადებაში. 

გარდა ამისა, როგორც მისია წერს, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1029-მა კი დაზიანება მიიღო.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანური დანაკარგების 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით. 

"მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს უნდა იყოს სამიზნე და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების შენარჩუნებაზე. აუცილებელია მუდმივად დავიცვათ განსხვავებულობის, სიფრთხილისა და პროპორციულობის პრინციპები“, - წერია განცხადებაში  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი