
უკრაინამ, სულ მცირე 33 მლრდ უკრაინული გრივნის რუსული აქტივები გაყინა - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
ვენედიქტოვას ინფორმაციით დაყადაღებულია:
გარდა ამისა, ვენედიქტოვამ სიაში შეიყვანა , რუსულ ბიზნესთან დაკავშირებული, უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის ქონებაც, რომელიც მოიცავს 26 რეგიონულ გაზის კომპანიას და შპს "სპორტ-ტური საინვესტიციო კომპანიას".
ამ კომპანიის დახმარებით, ვენედიქტოვას თქმით, ვიქტორ მედვედჩუკმა და მისმა მეუღლემ კოტეჯის ასაშენებლად მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებიდან ამოიღეს.
ვენედიქტოვას ინფორმაციით ჯამში, ჩამორთმეული ქონებაა- 13 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 10 გემი, თითქმის 19 000 სარკინიგზო ვაგონი, 26 რეგიონული გაზის კომპანია, 200-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური, 11 ნავთობის საცავი, ასობით მანქანა, მიწის ნაკვეთები, შენობები და სხვა აქტივები, ხოლო დაყადაღებული ქონების ოდენობის დადგენა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.