უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა სასამართლომ  უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით,  რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების პარტიული ქონება, ფონდები და სხვა აქტივები სახელმწიფოს საკუთრება გახდება.

"გაცნობებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები: აკრძალულია უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა; პარტიის, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების ქონება და სხვა აქტივები, გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში", - წერია სასამართლოს განცხადებაშ

 

14 მაისს კი პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ“. 

დოკუმენტი აფართოებს პოლიტიკური პარტიის სასამართლოს გზით აკრძალვის საფუძვლების ჩამონათვალს. მაგალითად, საფუძველია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლება, ლეგიტიმაცია ან უარყოფა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი