როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია - ოპოზიციისა და NGO-ების მსჯელობა

გამოქვეყნდა:

როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია - კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გატარებაზე საპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა იმსჯელეს. ორივე მხარე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მიღებული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

მხარეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნების შემთხვევაში, შეუძლია, ძალიან სწრაფად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაა.  ისინი ამბობენ, რომ ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილებები რიგგარეშე სხდომებზეც მიიღონ.

მესამე სექტორი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბრობს და ამ კონტექსტში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ამახვილებენ ყურადღებას. შეხვედრის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა გასული წლის 5-6 ივლისის ძალადობის სრულფასოვან გამოძიებაზე. 

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი პუნქტი, რომელიც უნდა შესრულდეს დეოლიგარქიზაციაა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, ასევე, ხელისუფლებამ ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი