
ჩილეში მოქალაქეს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი გადაუხადეს, ვიდრე ჰქონდა, ამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და უკონტაქტო გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider ავრცელებს.
დისტრიბუტორმა მიიღო 165,398,851 ჩილეური პესო (180 418 აშშ დოლარი) ყოველთვიურ ხელფასში ცივი ხორცის მწარმოებელი CIAL Alimentos-გან 30 მაისს. კომპანიას მისი მხოლოდ 500,000 პესო (545 დოლარი) ემართა.
თანამშრომელს მიმართა მისი სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერის მოადგილემ და აცნობა, რომ მან მიიღო 330-ჯერ მეტი თანხა. მეორე დღეს კაცი სამსახურში აღარ მისულა. სამი დღის განმავლობაში კაცმა უგულებელყო ზარები, მათ შორის WhatsApp შეტყობინებები. რამდენიმე დღის შემდეგ კაცმა ადვოკატის დახმარებით, სამსახურიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გაააგზავნა.
კომპანიამ თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა, თუმცა არავინ დაუკავებიათ. კერძო კომპანია ყოფილ თანამშრომელს თანხების მითვისებას ედავება.