მედიაზე ძალადობის მთავარი წამხალისებელი დღეს მედიას დაემალა - 5 ივლისის დაუსჯელი დამნაშავეები

გამოქვეყნდა:

5 ივლისის ტრაგიკულმა მოვლენებმა და მას შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა ჟურნალისტიკა საქართველოში ერთ ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად აქცია. ხელისუფლების მუდმივმა წახალისებამ და დაუსჯელობის განცდამ მოძალადე რადიკალები კიდევ უფრო გაათამამა. 

თავდამსხმელებისა და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯის ნაცვლად პრორუსი რადიკალები პოლიტიკური პარტიის სახელს არიან ამოფარებული და ერთმანეთის მიყოლებით დაბრკოლებების გარეშე რეგიონულ ოფისებს ხსნიან. 

სწორედ ძალადობრივი და შუღლის გამაღვივებელი განცხადებების გამო სახალხო დამცველი სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და   კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი