უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ | სახალხო დამცველმა საქალაქოს სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩასართავად მიმართა

გამოქვეყნდა:

უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ - სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროცესში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით მიმართა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა მხრიდან მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაზე, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო" - ნათქვამია აპარატის განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" უჩივის, რომელმაც ის ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხილა. საქმის სამართლებრივი განხილვა სასამართლომ 13 ივნისს დაიწყო. 

მამაცაშვილი ორგანიზაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის ანტიკორუფციული მოძრაობისგან 150 000 ლარს ითხოვს.

ცნობისთვის, 13 ივნისს გამართულ პროცესზე შუამდგომლობების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მორიგი სხდომა კი ხვალ, 6 ივლისს არის ჩანიშნული. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი