
ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კარინ კნაისლმა ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კნასლი ავსტრიიდან "სიკვდილის მუქარის გამო" წავიდა.
20 მაისს კნაისლმა დატოვა რუსული კორპორაცია როსნეფტის დირექტორთა საბჭო, რომელსაც იგი გასულ წელს შეუერთდა.
ცნობისთვის, კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2017-2019 წლებში იკავებდა.