
აზოვის ბატალიონის მეთაური, დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ "სპეცდანიშნულების ობიექტში" გადიაყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ტყვედ ჩავარდნილი მარიუპოლის გარნიზონის მეთაურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან. რუსული ცნობით, საუბარია დენის პროკოპენკასა და მის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარაზე. აღნიშნულია, რომ უკრაინელები "ერთ-ერთ სპეციალურ ობიექტზე" გადაიყვანეს",- წერს UNIAN.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო, რუსი ოკუაპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.