"შოიგუ პუტინს ატყუებს..." | არესტოვიჩმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამხილა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ლუგანსკის რეგიონის სრული აღების გამოცხადებით, საჯაროდ მოატყუა პუტინი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა ისაუბრა

არესტოვიჩის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბელოგოროვკა ვერ აიღეს ამის დასამტკიცებლად, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლების განახლებული რუკა გაასაჯაროვა.

"ზოგადად, ბელოგორივკა ვერ აიღეს. ბელოგორივკა კი ლუგანსკის ოლქია... საკითხავია: როგორ რეაგირებს კრემლი, როცა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს...ანუ საჯაროდ შეიძლება მოიტყუო?" - თქვა არესტოვიჩმა

 შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი პოზიციები. ამავე დროს, შოიგუმ პუტინს აცნობა ლუგანსკის რეგიონის სრული ოკუპაციის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი