უკრაინაში სამი ბრაზილიელი მოხალისე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სამი ბრაზილიელი მოხალისე დაიღუპა - ბრაზილიის წამყვანი მედია დღეს წერს დაღუპული თანამემამულეების შესახებ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

"პირველი მათგანი 39 წლის ტალიტა დო ვალეა, რომელიც 30 ივნისს ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის მსახიობი, მოდელი და ცხოველთა უფლებების დამცველი იყო და უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა. 

მეორე ბრაზილიელი, რომელიც ომში დაიღუპა, არის ყოფილი ჯარისკაცი დუგლას ბურიგო, ომში ჩაერთო ასევე მოხალისედ. ის გარდაიცვალა თანამებრძოლის, დო ვალეს გადარჩენის მცდელობისას.

მესამე იყო ანდრე ჰაკ ბახი, რომელიც ივნისის დასაწყისში გარდაიცვალა. იგი უშუალოდ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში",- ნათქვამია სტატიაში. 

ბრაზილიური საიტი UOL-ის ცნობით, ბახის გარდაცვალებიდან მალევე, ტვიტერზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთიდან ჩამოსულ სამხედროს ხელში ბრაზილიის დროშა უჭირავს და „უცხო ლეგიონზე“ საუბრობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი