
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოლქის ტერიტორია თითქმის სრულად დაიპყრეს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბრძოლები ორ დასახლებაში მიმდინარეობს.
"ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დატყვევებულია, თუმცა ორ დასახლებულ პუნქტში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასე რომ, ისინი ჯერ არ მისულან ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ცდილობენ, რეგიონის ბოლომდე აღებას, აწარმოებენ დაბომბვას შეუჩერებლად. მათ დიდი ზარალი განიცადეს, თუმცა არც კი ითვლიან, რამდენი ადამიანი დაკარგეს" , - ამბობს გაიდაი.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად ლუგანსკის ოლქიდან ევაკუაციის ერთადერთი გზა რუსეთის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლაა.
ამასთან, გამოცემა UNIAN-ი წერს, რომ რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვევამდელების იძულებითი მობილიზაციის მასშტაბები გაზარდეს.