"ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პაპუაშვილთან, სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციიდან "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" არ დაესწრება. როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, არ არსებობს ოცნებისთვის ნდობის საფუძველი და მმართველი ძალა სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნით მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს, რეალურად კი, მათი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გახარიას პარტია შეხვედრას დაესწრება, როგორც თავად ამბობენ, ერთადერთი მიზნით - გაიგონ რას სთავაზობს ოცნება ოპოზიციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ ხელშესახებს ვერაფერს, სამუშაო ჯგუფს დატოვებენ.

ჯერჯერობით უცნობია ენმ-ს პოზიცია. მიიღებენ თუ არა ისინი პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პაპუაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ხვალ, 7 ივლისს არის დანიშნული.

რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას ხელისუფლება აიძულოს ევროპის საბჭოს 12 პუნქტიანი გეგემა შეასრულოს - პაპუაშვილთან შეხვედრამდე, ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხზე  კონსულტაციებს დღეს იწყებენ. შეხვედრაზე ყველა იმ გზაზე იმსჯელებენ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. 

უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების მიმართ მთავარი მოთხოვნა ფუნდამენტური რეფორმების რეალური განხორციელება იქნება. შეხვედრა დაახლოებით 3 საათში დაიწყება. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი