
ლიბიის სანაპიროებთან ნავის კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მალის მოქალაქეები ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა და 22 ივნისის შემდეგ, ისინი ზღვაში, ავარიულ გემზე იყვნენ ჩარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოგი ადამიანი დაიხრჩო, ზოგის დაღუპვის მიზეზი კი გაუწყლოება გახდა. ნავზე სულ 83 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩენილების ნაწილი საავადმყოფოში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.