უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების 2 რაკეტა გაანადგურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ, შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურა. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. 

"6 ივლისს, "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა გაანადგურეს "კალიბრის" ტიპის ორი რუსული საზღვაო საკრუიზო რაკეტა, რომლითაც მტერი ნიკოლაევის რეგიონზე შეტევას ცდილობდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, რაკეტები რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გაშვებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი