"საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან მოქალაქეები არიან", - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 2013 წლიდან 2021 წლამდე რუსული კომპანიების რაოდენობა 19-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 197-ით მეტი უკრაინული კომპანიაა რეგისტრირებული, რუსული კომპანიები გაცილებით მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან.
"სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 2013 წლიდან 2021 წლამდე რუსული კომპანიების რაოდენობა 19-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 197-ით მეტი უკრაინული კომპანიაა რეგისტრირებული, რუსული კომპანიები გაცილებით მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან. შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანს სიგნალი" საქართველოს ფილიალი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, მან ელ. ტენდერებით 46 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან, რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში კომპანიები რუსეთის განსაკუთრებით ბევრმა მოქალაქემ დაარეგისტრირა," -წერს ორგანიზაცია