რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს - კობახიძის პასუხი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა დეკემბრამდე აქვთ.

"ერთი, რომ რიგგარეშე სხდომა რა შუაშია საერთოდ გაუგებარია, როდესაც დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს რაღაცეები, და ეს ორი თვე, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება სამუშაო პროცესისთვის და კანონების მიღებას რაც შეეხება, ეს მოხდება ბუნებრივია დეკემბრის ბოლომდე. ანუ არავითარი ობიექტური საჭიროება არ არსებობს იმის, რომ რაიმე სხდომა იყოს მოწვეული, როდესაც დეკემბრის ბოლოს ფასდება მიღწევები და ისედაც სჭირდება სამუშაო პროცესს არა ერთი და ორი თვე", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია თვისებრივად დაინტერესებულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამიტომ ცდილობენ დარჩნენ "რადიკალურ დღის წესრიგში". 

ცნობისთვის, ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ ივლისი დასვენების ნაცვლად, რიგგარეშე საპარლამენტო სესიებისთვის გამოიყენონ, რათა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულების პირველი ეტაპი დაიწყოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი