"ალტ ინფოს" მიმართ სიმპათიები არ გვაქვს, მითუმეტეს რამდენიმე დღის წინ გვაგინეს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი უნდა აკვირდებოდეს ისეთი მძიმე დამნაშავის უფლებების დაცვასაც კი, როგორიც მაგალითად 5 ადამიანის მკვლელია. კობახიძემ ეს მაგალითი ნინო ლომჯარიას იმ ინიციატივის შეფასებისას მოიტანა, რომელიც "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვას ეხება. 

"ჩვენ ბუნებრივია "ალტ ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მითუმეტეს რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსულები და გვაგინეს. მაგრამ, რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, რამდენად არის მისი უფლებები დაცული." ამბობს კობახიძე

კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი, რომელიც მანდატით ადვოკატია, პროკურორის ფუნქცია აიღო. 

შეგახსენებთ, ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვას ეხება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი