ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის შენობის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის შენობის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიევსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლეს განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი", - წერია განცხადებაში.

წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი