ვინ განიხილება ბორის ჯონსონის შემცვლელად | Reuters-ის ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომამდეც და მით უფრო, გადადგომის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში, მედია აქტიურად განიხილავს იმ პირთა ვინაობას, ვინც შესაძლოა, ის ჩაანაცვლოს. 

გთავაზობთ ჯონსონის სავარაუდო შემცვლელთა ჩამონათვალს, რომელსაც გამოცემა Reuters წერს:

ლიზ ტრასი:

საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც კონსერვატორების ვებგვერდის მიერ პარტიის წევრებში ჩატარებულ გამოკითხვაში რეგულარულად ლიდერობს. ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფოტოს შემდეგ, გასულ წელს, ტრასს მსგავსი ფოტო გადაუღეს, მასაც ტანკში. 

46 წლის ასაკში, ბორის ჯონსონის პრემიერობის პირველი ორი წელი მან საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობაზე გაატარა, ბრექსიტის მხარდაჭერით, გასულ წელს კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა. 

ტრასმა ორშაბათს თქვა, რომ ბორის ჯონსონს მისი 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. ის პრემიერის მხარდაჭერისკენ კოლეგებსაც მოუწოდებდა. 

ჯერემი ჰანტი:

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 55 წლის ჯერემი ჰანტიმ, 2019 წლის ლიდერობის კონკურსში, ბორის ჯონსონის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 

წლის დასაწყისში მან თქვა, რომ მისი ამბიცია, გამხდარიყო პრემიერმინისტრი, "სრულად არ გამქრალა". ჰანტიმ თქვა, რომ ის ხმას მისცემდა ჯონსონის გადადგომას გასულ თვეში ნდობის კენჭისყრით, რომელიც ჯონსონმა გაიმარჯვა. 

ბენ უოლასი:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, 52 წლის ბენ უოლესი, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად, მთავრობის ყველაზე პოპულარული წევრი გახდა. ეს კი, კონსერვატიული სახლის თანახმად, უკრაინის კრიზისის დაძლევის წყალობით მოხდა.

ყოფილი ჯარისკაცი მსახურობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, გერმანიაში, კვიპროსსა და ცენტრალურ ამერიკაში. პოლიტიკური კარიერა კი უოლესმა 1999 წლის მაისში დაიწყო. 2016 წელს ის უშიშროების მინისტრად დაინიშნა. 

რიში სუნაკი:

რიში სუნაკი, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი სამშაბათს დატოვა და თქვა, რომ "საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად წარიმართება", გასულ წლამდე ბორის ჯონსონის შემცვლელობის ფავორიტი იყო. 

თუმცა, ის ჯონსონთან ერთად Covid-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რის გამოც საკმაო კრიტიკა დაიმსახურა. 

საჯიდ ჯავიდი:

სწორედ ის იყო პირველი მინისტრი, რომელიც გადადგა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ "ჯონსონმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა იმის გამო, რაც მან კონსერვატიული პარტიის წევრის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ იცოდა". 

ყოფილი ბანკირი და თავისუფალი ბაზრის ჩემპიონი, ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი იყო. მან ჯონსონის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2020 წელს დატოვა.

პაკისტანელი მუსლიმი ემიგრანტი მშობლების შვილი, გარდაცვლილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია. ჯავიდმა პრემიერის შესაძლო შემცვლელის ლიდერთა კონკურსში 2019 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. 

ნადიმ ზაჰავი:

ახლადდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ვაქცინების მინისტრმა მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა. 

ზაჰავი ყოფილი ლტოლვილია ერაყიდან, რომელიც ბრიტანეთში ბავშვობაში ჩავიდა. ეს კი მას სხვა კონსერვატორი კოლეგებისგან განასხვავებს. 

2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე ის საარჩევნო კამპანია YouGov-ს თანადამფუძნებელი იყო. 

გასულ კვირას, მან თქვა, რომ პრემიერმინისტრობა მისთვის "პრივილეგია" იქნება.  

პენი მორდაუნტი:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან ლიდერობის ბოლო კონკურსის დროს მხარი მის კონკურენტ ჰანტის დაუჭირა. 

ამჟამად ის ვაჭრობის უმცროსი მინისტრია. მან "ლოქდაუნის" დამრღვევ პარტიებს "სამარცხვინო" უწოდა. მისი თქმით, ამომრჩეველს ხელისუფლებისგან "პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის" დანახვა სურდა. ადრე მან ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულებაც კი გამოხატა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი