ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ტოტალური კონტროლის განსახორციელებლად ემზადება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობის ტოტალური კონტროლის განსახორციელებლად ემზადება. საქმე ეხება ახალ კანონპროექტს, რომელიც კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. არასამთავრობო სექტორი კანონში შესატან ცვლილებებში საგანგაშო რისკებს ხედავს.

მესამე სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ ინიცირებულ ცვლილებებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რეალურად ხელისუფლება წინასაარჩევნოდ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებზე ეფექტური კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

როგორ გააკონტროლებს სუს-ი მოქალაქეების პირად ინფორმაციას, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები იმ გადამეტებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ, რაც კანონში ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიენიჭება.

„ქართული ოცნება“ ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ჟურნალისტების შეკითხვას თავდასხმით პასუხობს. პარლამენტის ვიცე სპიკერი „მთავარი არხის“ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და შეურაცხყოფაზე გადავიდა.

მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს წარმოდგენილი ცვლილებების ჩაგდებისკენ მოუწოდებს და კიბერუსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას ფართო საზოგადოებრივი განხილვის ფორმატში სთავაზობს. პარალელურად კი, მმართველი გუნდი უკან არ იხევს და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უკვე მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე აპირებს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი