ივანიშვილი იძულებული გახდა საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს - ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებას 18 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში ერთობლივ კონსულტაციებს მართავდნენ.

პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები მადლობას უხდიან საზოგადოებას, აქტივისტთა ჯგუფებს, მოლაპარაკებების ფასილიტატორებს და საქართველოს მეგობრებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ ცვლილებებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ამ პროცესის ხელის შესაშლელად ყველაფერი გააკეთა, დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო და ის ქვეყნისთვის გარანტიაა, რომ "ოცნების" ხელისუფლების შემდეგ მოსული მთავრობა უკონტროლოდ არ დარჩეს. 

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა, ოპოზიციაზე გამარჯვებად გამოაცხადა. საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი, თავის სურვილს უწოდებს.

ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტას მოითხოვენ. მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია. 

პარტიები მიიჩნევენ, რომ პროპორციული არჩევნების მიღწევაში პრინციპული როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მათ შორის არსებული არსებითი განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიცია აპირებს, რომ მომავალ პოლიტიკურ პროცესს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მიუდგეს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:

  • ევროპული საქართველო;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • ახალი საქართველო;
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი;
  • ევროპული დემოკრატები;
  • ქრისტიან კონსერვატიული პარტია;
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის;
  • ემსახურე საქართველოს;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • გამარჯვებული საქართველო;
  • მოძრაობა ლელო საქართველოსთვის;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის;
  • კანონი და სამართალი;
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი