
ოლიგარქ მედვედჩუკის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მედვედჩუკის ქონება დაყადაღდა.
პუტინის ნათლიმამად წოდებული ოლიგარქი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს, უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავა.