"დიტო სამშობლოს მოყვარული, უდიდესი პატრიოტი, უერთგულესი ადამიანია" | მდინარაძე სამხარაძეზე

გამოქვეყნდა:

"დიტო არის თავისი სამშობლოს მოყვარული, უდიდესი პატრიოტი ადამიანი, უერთგულესი ადამიანი როგორც თავისი ქვეყნის მეგობრების, თავისი გუნდის და თავისი საქმის, დაუზარელი ადამიანი. აქვე გეტყვით იმას, რომ ახლა ბილწსიტყვაობა, შეგინება, ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის რაღაც გაუგონარ ფორმას ასევე. იმავე დღეებში, ხდებოდა ანრის ამბავი და ის თურმე ეს საშინელება, რაც, იციან დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმა, ვინც აკრიტიკებს ამ ყველაფერს, უნდა მოეთმინა თურმე ანრის, და მათი ბელადის შეგინება დიმიტრის მხრიდან იყო ასჯერ უარესი თურმე და უკუღმა დატრიალდა, ასჯერ უარესი უნდა მოეთმინა. 

მეორე, პატრიარქის უმძიმეს შეურაცხყოფაზე გვქონდა საუბარი, და ახლა, არ ვიცი, გავიმეორო თუ არა, მაინც ვიტყვი - ტაფით საცემიაო, იძახდნენ მათი ჯგუფების წარმომადგენლები... პატრიარქს პირად შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამაზე აღშფოთებული ხალხი ვერ ვნახე, დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაგიჟდა ყველა. იცით რა არის, დავიჯერებ დიმიტრის შეგინებაზე გაბრაზებას, თუ ვნახავ, რომ პატრიარქის შეურაცხყოფაზეც გაბრაზდნენ ეს ადამიანები".

- ამბობს ტვ იმედის ეთერში ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი