ტორეცკში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინა ისევ იბომბება. ქალაქ ტორეცკში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

რაკეტები ორ კერძო სახლს მოხვდა. ერთი მათგანი მთლიანად განადგურდა და შედეგად, ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. კიდევ ერთი რაკეტა სოციალურ დაწესებულებასთან ჩამოაგდეს, თუმცა არ აფეთქდა.

გარდა ამისა, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა ოდესის ოლქის მიმართულებით რაკეტა გაუშვა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

ვითარება რთულია დონბასში, სადაც სლავიანსკთან და ბახმუტთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი