ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! მორჩნენ ამ ქვეყნის დაბულინგებას! - ქადაგიშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები პერსონალურ სანქციებზე მაიკ მაკფოლის განცხადებას და ამასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურებიან.

მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ სანქცირებაზე საუბრის გამო გაღიზიანებს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ უკრაინის წარმომადგენლების მიზანია, "ქართველი ქალები და ბავშვები დაიხოცონ".

"თქვენ ტელევიზიაში ამაში რა თქმა უნდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უკვე 4 თვეა აქვს და ამ პოლიტიკას აგრძელებენ. 4 თვეა მათგან გვესმის, რომ არიან გაღიზიანებული საქართველოზე, გაღიზიანებული იმიტომ, რომ არ იხოცება ქართველი ქალები და ბავშვები. ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ. რა ვქნათ? ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ იმ არესტოვიჩის მხარეს. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი არა?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ამ ქვეყნის დაბულინგებას!", - თქვა ქადაგიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს აქებს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, "ვერასოდეს ვერავინ შეცვლის იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის".

"დღეს იგი უკვე პოლიტიკაში აღარ არის და ესეც იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანი პოლიტიკაში უკვე აღარ არის და მაინც ამბობენ, რომ მას აქვს უდიდესი გავლენა საზოგადოებაში. ესე იგი, მართლაც პოზიტიურად ძლიერი ადამიანი ყოფილა", - თქვა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი