ლილუაშვილი, გომელაური, კობიძე - ხოშტარია "ოლიგარქის საყრდენი" ძალოვნების დასანქცირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერიმა, ელენე ხოშტარიამ კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასახელა, რომლებიც მისი განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენია. ხოშტარიას თქმით, ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს, არჩევნებს, აშანტაჟებს მოქალაქეებს, დევნის ადამიანებს, ასევე, ჩართულია რუსეთთან ძალიან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში.

ხოშტარიამ დაასახელა სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობიძე.

"ჩვენ მივაწვდით ჩვენ პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, "ქართუ-ს" სისტემიდან, როგორც ბევრი ამ მთავრობაში მყოფი ადამიანი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმეებში. ის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური", - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სუს-ი ფიგურირებდა სანქცირებული ტვრითით შემოსული გემის საქმეში, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს. 

"სუს-დან ჩვენ გამოვყავით კობა კობიძე, ეს არის უშუალოდ ადამიანი, ე.წ ოტოს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ჩართულია მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ. [...] და ვახტანგ გომელაური, ასევე, პირადი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად და ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარია ამბობს, რომ არ აპირებს სპეკულირებას თუ როდის დააწესებენ პარტნიორები სანქციებს და ვის შეეხება კონკრეტულად ის. მისი თქმით, სანქციები ქვეყანას უნდა ავარიდოთ და პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ოლიგარქიული მმართველობის წევრებმა უნდა აიღონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი