პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაში, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის გეგმის ფარგლებში შეიკრიბა, საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს.
კომიტეტის სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან.
სხდომაზე დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ქადაგიშვილს მადლობაც გადაუხადა:
მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა, რომ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში პარლამენტის მთელი შემადგენლობა ზაფხულის სარგებლობის ნაცვლად სამუშაო ოთახებში ზის და მთელ რიგ კოლოსალურ სამუშაოები ეწევა, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე კანონპროექტების მთელი რიგი ჩამონათვალი იყოს მზად, რათა ჩვენი საუკუნოვანი სურვილი დეკემბრის ბოლოს იქნას ასრულებული. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი - თქვა მან
საპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას უნდობლობას უცხადებს, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრები ფორმალური იქნება და ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა ირაკლი კობახიძემ 1-ელ ივლისს წარადგინა.