პაპუაშვილთან შეხვედრას ოპოზიციიდან "გირჩი", "მოქალაქეები", "საქართველოსთვის" და ხათუნა სამნიძე ესწრებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ კონსულტაციებზე  ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრებს ელოდება. შეხვედრა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.   მთავარი განსახილველი საკითხი ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები და მათი შესრულების გზებია. უკვე ცნობილია რომ  შეხვედრას არ დაესწრება ნაციონალური მოძრაობა,  სტრატეგია აღმაშენებელი და ლელო. 

ისინი ქართულ ოცნებას  უნდობლობას უცხადებენ, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრები ფორმალური იქნება და ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს გააკეთებს. 

პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივლენ "გირჩი", ელისაშვილის "მოქალაქეები" და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, ხათუნა სამნიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი