"როდესაც ხალხი გირჩევს თუნდაც ოპოზიციაში საქართველოს პარლამენტში და არ დადიხარ პარლამენტში, არ გინდა კომიტეტებზე იარო და რაღაც გაურკვეველი საკითხებისთვის გინდა, რომ რაღაც პოპულისტური რიგგარეშე სესიების მოწვევა დააანონსო და ასე შემდეგ, ამას ხალხი ხვდება და პასუხს სცემს არჩევნებზე იმით, რომ მათ არ აძლევს სათანადო რაოდენობის ხმებს. ოპოზიციას ეშლება ის, რომ მისი დასაგეგმი ნამდვილად არ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს დაგეგმა ევროკავშირმა, ოპოზიციას ის აღარ ყოფნის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა ახლა ევროკავშირის ფუნქციებიც უნდა რომ შეითვისოს".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.